ჩვენს შესახებ
ფარმაცევტული კომპანია ,,ტონუსი” დაარსდა 1996 წელს, როგორც სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია.
კომპანია ახდენს ისეთი მწარმოებლების პროდუქციის იმპორტს საქართველოში, როგორიცაა: Farmigea, Pharmanutra, Lachifarma, Hovid, Minskintercaps, Berlin Chemi, Servie, Sepharma, Borisovo და ა.შ.
კომპანია „ტონუსმა“ თავისი არსებობის მანძილზე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და დღეს დღეობით მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ აფთიაქების ქსელებთან, აფთიაქებთან და ფარმაცევტულ ბაზებთან, არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით.
2005 წლიდან წარმატებული საქმიანობის შედეგად, კომპანია „ტონუსი“ მნიშვნელოვნად აფართოებს მოქმედების არიალს, ფირმის სტრუქტურას, იზრდება დასაქმებული თანამშრომლების რიცხვი.
კომპანია იწყებს საკუთარი სააფთიაქო ქსელის ჩამოყალიბებას თბილისში და რეგიონებში.
იხსნება ფილიალი ფოთში, რომელიც მუშაობს დასავლეთ საქრთველოში განლაგებულ აფთიაქებთან.
2006 წელს ყალიბდება მარკეტინგული ჯგუფი, კომპანიის მიერ იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქციის საქართველოში დანერგვის და რეალიზაციის მიზნით.
2007 წლიდან ფორმდება ხელშეკრულებები ცნობილ დერმატო-კოსმეტოლოგიურ ლაბორატორიებთან.
2009 წელს კომპანია ახორციელებს ახალ პროექტს, და ახალ აფთიაქებთან ერთად ქმნის სააფთიაქო ქსელს - ,,თათოს აფთიაქი” სახელწოდებით.
2015 წელს კომპანია „ტონუსი“ აფართოვებს მარკეტინგის განყოფილებას, ასევე იზრდება დასაქმებულების რიცხვი.
Facebook page